სტაჟირება - ტექნიკოსი
დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.
"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს სტაჟირებას, ტექნიკოსის პოზიციაზე!
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
- ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- KUKA რობოტების მუშაობის დაკვირვება და დიაგნოსტიკა;
- რობოტის მოძრაობების და პროგრამების პარამეტრიზაცია;
- სენსორებთან, PLC-ებთან და HMI-ებთან მუშაობის სწავლა;
- რობოტის შეცდომების/Alarm-ების დიაგნოსტიკაში დახმარება;
- მექანიკური და ელექტრული პრობლემების აღმოფხვრა;
- პრევენციულ ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება აუცილებელია;
- ელექტროტექნიკის საფუძვლების ცოდნა;
- ავტომატიკა/რობოტიკა საფუძვლების ცოდნა;
- PLC-ის საბაზისო ცოდნა;
- პროგრამირების საფუძვლები;
- ელექტრული სქემების კითხვა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორ-ტექნიკოსი".
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.