საუზმის მზარეული
"Reed Hotel Tbilisi" — ორთაჭალში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც იზრუნებს საუზმისთვის განკუთვნილი კერძების ხარისხიან მომზადებასა და ლამაზად წარდგენაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00-16:00
** ანაზღაურება: 1200 ლარი
** კვებით უზრუნველყოფა
** უნიფორმით უზრუნველყოფა
** დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
** ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
** კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
** კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა;
** მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
** სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
** სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება სასურველია;
** სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება — საუზმის მზარეული.
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.