გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SB3MTK4Q გამოქვეყნდა 30 ოქტ 36 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი / დამლაგებელი

REDI HOME გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ნოე
შესვლა და განაცხადი
კვება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

REDI HOME აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე კონსულტანტი და დამლაგებელი

REDI HOME — 2013 წლიდან ბათუმში მოღვაწე თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ინტერიერისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და თანამედროვე დიზაინერულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტს, იატაკის საფარებს, სანტექნიკას, სააბაზანო ავეჯს, დეკორატიულ პანელებსა და ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო მრავალფეროვან პროდუქციას.

REDI HOME განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას! სწორედ ამიტომ, ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც ჩვენს პროფესიონალ გუნდს შემოუერთდება.

რას გთავაზობთ?

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებით უზრუნველყოფას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად შესწავლა და ცოდნა;
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, კვალიფიციური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და მისი მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლების დახმარება პროდუქციის შერჩევის პროცესში;
  • შეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდების პროცესის კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • გაყიდვებისა და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის შესაბამის პროგრამაში ასახვა;
  • სავაჭრო დარბაზში წარმოდგენილ პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და დროული განახლების უზრუნველყოფა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სასურველი უნარ-ჩვევები:

  • გამართული კომუნიკაციისა და ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მომსახურების მაღალი კულტურა;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივაცია, ენერგიულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სავალდებულო მოთხოვნა);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: ბათუმი, სოხუმის ქ. №10

დაინტერესების შემთხვევაში: თუ გსურთ გახდეთ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები რეალიზოთ თანამედროვე სამუშაო გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე დამატებითი ინფორმაციისთვის.

REDI HOME — ერთად ვქმნით უკეთეს გამოცდილებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა