10 366 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SBTHGKTQ გამოქვეყნდა 3 ოქტ 7 ნახვა

შპს  ტაქსოპარკი N1

შპს ტაქსოპარკი N1

ავტომექანიკოსი-ავტოელექტრიკოსი

შპს ტაქსოპარკი N1 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
₾3000–10000 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

„თბილისის ტაქსოპარკი“ აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ავტომექანიკოს-ავტოელექტრიკოსის პოზიციაზე, საკუთარი ავტოპარკისა და განვითარებადი ავტოსერვისის ტექნიკური მიმართულებისთვის.

ავტოპარკში მუშაობს Toyota Prius და Tesla Model 3-ის ავტომობილები. მომავალში ვაგრძელებთ ელექტრო ავტომობილების მიმართულების გაფართოებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილების პერიოდული ტექნიკური შემოწმება;
  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ხარვეზების აღმოჩენა;
  • ელექტრო და ჰიბრიდული სისტემების დიაგნოსტიკა;
  • სავალი ნაწილისა და ძირითადი მექანიკური კვანძების შემოწმება/შეკეთება;
  • მცირე და საშუალო სირთულის ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • პრობლემის მიზეზის განსაზღვრა და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა.

მოთხოვნები:

  • ავტომობილების ტექნიკური მიმართულების კარგი ცოდნა;
  • მექანიკური სამუშაოების შესრულების უნარი;
  • კომპიუტერულ დიაგნოსტიკასთან მუშაობის უნარი სასურველია;
  • ავტომობილის ელექტრო სისტემებისა და ელექტროსქემების გაგება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ყურადღება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია.

დიდი უპირატესობა ექნება კანდიდატს, რომელსაც აქვს Tesla-ს, ელექტრო ან ჰიბრიდულ ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება.

თუ ძლიერი ავტომექანიკოსი ან ავტოელექტრიკოსი ხარ, მაგრამ EV მიმართულებით გამოცდილება ჯერ არ გაქვს — კანდიდატურას მაინც განვიხილავთ.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
  • საკუთარი ავტოპარკიდან სამუშაოს მუდმივ ნაკადს;
  • Tesla-სა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მუშაობას;
  • EV მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • განვითარებად სამუშაო გარემო;
  • შედეგის მიხედვით მზარდ ანაზღაურებას.

ანაზღაურება: 3000 ლარი — გარანტირებული მინიმუმი. რეალური ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და შედეგებზე და შეიძლება იყოს უფრო მაღალი.

ძლიერი სპეციალისტისთვის სამუშაო პირობები შეთანხმებადია.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

CV აუცილებელი არ არის — შეგიძლიათ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ და მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შპს ტაქსოპარკი N1
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა