9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SBXXD2C2 გამოქვეყნდა 29 ოქტ 19 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

გორგია გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"გორგია"-ს პრემიუმ კლასის შოურუმი „ლუსონი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი, როგორც სასტუმროსთვის, ასევე, საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათიანი სამუშაო კვირა სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00 - 19:00 (ერთი საათი შესვენება) სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბაქრაძის ქუჩა #23.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შოურუმის მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, შეთავაზების გაკეთება და მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; - მომხმარებლისთვის პროდუქციის ჩაბარებამდე პროცესების მონიტორინგი; - ახალი პროდუქციის მიღებისას თანამშრომლებთან შეთანხმებით დარბაზში დროული განთავსების უზრუნველყოფა; - ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი, ფასმაჩვენებლებში რელევანტური ინფორმაციის ასახვის მიზნით; - შოურუმში მოსულ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია, პირობების შეთავაზება და მათთან ხელშეკრულების გაფორმება; - სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა და მათთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა პროდუქციის, ბრენდების, ტექნიკური დეტალების და გაყიდვებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაციის სახით; - ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სრული ზოგადი განათლება; - გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; - სასურველია 1C პროგრამის ცოდნა; - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა - Microsoft Office 365 ცოდნა.

პიროვნული თვისებები: - ორგანიზებული და პუნქტუალური - კომუნიკაბელური - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - დეტალებზე ორიენტირებული - გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა