8966 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SCCJTJT4 გამოქვეყნდა 1 ოქტ 7 ნახვა

One Point

One Point

გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

One Point გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

  • ინდუსტრია: ინტერიერის აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
  • სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია გაყიდვების მენეჯერთან

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს კარის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კარის სახელურებს, საკეტებს, ცილინდრებსა და სხვა აქსესუარებს, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისთვის.

პოზიციის აღწერა

გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი არის ბექ-ოფისის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების პროცესების ადმინისტრაციულ და ოპერაციულ მხარდაჭერას, ინარჩუნებს მონაცემების სიზუსტეს და უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობას.

ძირითადი ამოცანები:

  • დილერების ბაზის შექმნა, განახლება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი
  • კომერციული წინადადებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურებისა და ტიპური ხელშეკრულებების მომზადება
  • გადახდების კონტროლი და ბანკის ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი
  • შეკვეთების დამუშავება და ლოგისტიკის ორგანიზება
  • CRM სისტემებში მონაცემების დროული და ზუსტი ასახვა
  • დოკუმენტაციის მართვა და ელექტრონული არქივის წარმოება
  • ასისტენტი მუშაობს ერთი გაყიდვების მენეჯერის მხარდასაჭერად და პასუხისმგებელია დილერების ქსელის სრულ ოპერაციულ მხარდაჭერაზე, მათ შორის შეკვეთების, დოკუმენტაციისა და გადახდების მართვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • B2B გაყიდვების პროცესების საბაზისო გაგება
  • დოკუმენტაციასთან და მონაცემებთან ზუსტი და ორგანიზებული მუშაობის უნარი
  • Excel-ის კარგი ცოდნა
  • რუსული ენა - სამუშაო დონეზე
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მრავალამოცანიან რეჟიმში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
One Point
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა