9,111 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SCJFVMRK გამოქვეყნდა 24 სექ 8 ნახვა

ცვარა

ცვარა

სამკაულის კონსულტანტი

ცვარა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾600 / თვეში ბოლო ვადა: 25 ოქტ

ქართული საიუველირო კოპანია "ცვარა" აცხადებს სამკაულის კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიაში.

მდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "აქსის თაუერსი", ვაკე.

სამუშაო დღეების რაოდენობა: კვირაში 3 ან 4 დღე (მეწყვილესთან შეთანხმებით).

ანაზღაურება: თვეში ფიქსირებული 600 ლარი და აღნიშნულ ხელფასს დაემატება პროცენტული ანაზღაურება (ბონუსი) ინდივიდუალურად გაყიდული პროდუქციიდან.

ძირითადი მოვალეობები:

შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, ანგარიშსწორების წარმოება, მაღაზიის სივრცეში წესრიგის შენარჩუნება.

პერსონალური უნარები:

  • ქართულ ენაზე სრულფასოვანი კომუნუკაციისა და აზრის გამართულად გადმოცემის უნარი.
  • ინგლისურ ენაზე სასაუბრო დონეზე კომუნიკაციის უნარი.
  • ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • კეთილგანწყობილება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
  • სასურველია სახელოვნებო, ან სილამაზის სფეროში გარკვეული გამოცდილების ქონა.
  • ნებისმიერი უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად კომპანიაში სამომავლო კარიერული წინსვლის მიმართულებით.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამ-დღიან ტრენინგსა და სწავლებას, რის შემდგომაც კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

"ცვარას" პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ვებ.გვერდს: https://tsvara.com/

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ცვარა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა