ბუღალტრის ასისტენტი
"F.S. Mackenzie Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
- შესყიდვებისა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და RS.ge-ზე დადასტურება;
- დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, სწორი და დროული ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- MS Office-ის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პიროვნული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.
სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი.