გუნდის წევრი
შემოგვიერთდი მაკდონალდსის გუნდში!
ვაკანსია: გუნდის წევრი | თბილისი და რეგიონები (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი) თუ ეძებ სტაბილურ სამსახურს, კარგ ანაზღაურებას და განვითარებას: მაკდონალდსი ეძებს გუნდის ახალ წევრებს!
აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია, იმუშავე სრული განაკვეთით და მიიღე სტაბილური შემოსავალი + ფიქსირებული ბონუსი.
როგორია ერთი სამუშაო დღე მაკდონალდსში? - შეკვეთების მიღება და მომზადება (ბურგერები, ფრი, სასმელები); - სტუმრების მეგობრული და თავაზიანი მომსახურება; - სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს მოწესრიგება; - ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
რას გთავაზობთ? - საათობრივ ანაზღაურებას, ნამუშევარი საათების მიხედვით; - სრული განაკვეთი: 1450–1875 ₾ (ანაზღაურება + ფიქსირებული ბონუსი, გადასახადების ჩათვლით); - ღამის ცვლა (23:00–06:00) -75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი; - ზეგანაკვეთური სამუშაო - 50%-ით გაზრდილი ანაზღაურება; - ოფიციალურ დასვენების დღეს მუშაობა - ორმაგი ანაზღაურება; - ხელფასის გარანტირებული მატება 3 თვეში; - ბონუსი წელიწადში ორჯერ - საშუალო თვიური ანაზღაურების 75%. - დაბადების დღეზე Day off + 8 საათი ანაზღაურება;
დამატებით: - უფასო კვება; - ტრანსპორტირება; - კარიერული ზრდა - დაწინაურების შესაძლებლობა ყოველ 6 თვეში - (გუნდის წევრი → ინსტრუქტორი → მენეჯერი); - სამოტივაციო პროგრამები, შიდა კონკურსები, ექსკურსიები; - პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები.
სამუშაო პირობები: - სრული, არასრული და ღამის ცვლის სამუშაო განაკვეთი; - მოქნილი, შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
თუ ეძებ მეგობრულ გარემოს, სტაბილურ სამსახურს და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს შეავსე ანკეტა და შემოგვიერთდი - https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/form