8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SEFQH15Z გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ადმინისტრაციული ასისტენტი ლოგისტიკის მიმართულებით

იმექს კარგო ლოჯისტიკსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

"IMEX Cargo Logistics" ეძებს პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, ლოგისტიკის მიმართულებით.

პოზიცია მოიცავს ლოჯისტიკური ოპერაციების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, შეკვეთებისა და დოკუმენტაციის კონტროლს, ასევე ფინანსურ და საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვასა და მონიტორინგს.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00;

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 000 ლარი;

** კომპანიის შიდა პროგრამისა და სამუშაო პროცესების სრულად სწავლება;

** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;

** სტუდენტებისთვის ლექციების გრაფიკის გათვალისწინებით სამუშაო გრაფიკის შეთანხმების შესაძლებლობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გაგარინის 13.

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგისტიკურ პროგრამაში გატარებული შეკვეთების გადამოწმება და კონტროლი;

** შეკვეთების მიმდინარე სტატუსების მონიტორინგი და საჭირო ინფორმაციის განახლება;

** დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის კონტროლი;

** პროცესში გამოტოვებული დოკუმენტების ან ინფორმაციის დროული იდენტიფიცირება;

** ინვოისების გამოწერა, აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;

** კომპანიის შემომავალი და გამავალი ფინანსური ოპერაციების კონტროლი;

** გადასარიცხი თანხების მონიტორინგი და შესაბამისი ინვოისების იდენტიფიცირება;

** გადასახდელებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება და პროგრამაში სწორად ასახვა;

** დოკუმენტების დაბეჭდვა, სისტემატიზაცია და არქივირება;

** ბაინდერების მოწესრიგება, დათარიღება და დოკუმენტაციის სისტემური კონტროლი;

** საჭიროების შემთხვევაში, ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებით მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და ახალი პროგრამების შესწავლის უნარი;

** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

** გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იმექს კარგო ლოჯისტიკსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის