ბავშვთა აქტივობების დამხმარე თანამშრომელი
"რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი" აცხადებს ვაკანსიას ბავშვებთან სამუშაოდ ენერგიული, აქტიური და პოზიტიური თანამშრომლის პოზიციაზე.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, შეუძლია მათი გართობა და აქტივობებში ჩართვა, არის ყურადღებიანი, მზრუნველი და პასუხისმგებლიანი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ენერგიულობა და აქტიურობა;
- ბავშვებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- კეთილგანწყობილი, მზრუნველი და ყურადღებიანი დამოკიდებულება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვების გართობა და მათთვის სახალისო აქტივობების შეთავაზება;
- შესვენებების დროს ბავშვების ეზოში გაყვანა და მათთან დროის საინტერესოდ გატარება;
- მოძრავი თამაშებისა და გასართობი აქტივობების ორგანიზება;
- ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათზე ყურადღების მიქცევა;
- სკოლის ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის დახმარება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- აქტიურ და მრავალფეროვან სამუშაო დღეს;
- ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 15:00 - 17:30;
- ხელზე ასაღები ხელფასი 500 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებგვერდი: https://modzgvari.edu.ge/ მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ. 42
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.