დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი
−33% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 110 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
დაცვის კომპანია "ალგანი" 2004 წელს დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორტფოლიო 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ.სააკაძის II გასასვლელი N8; სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება); დასვენება: შაბათი და კვირა; ანაზღაურება: 1500 + ბონუსი;
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიაში არსებული პრობლემური დავალიანებების კონტროლი;
- დებიტორებთან გამავალი ზარების განხორციელება, აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება;
- მომხმარებლების მიერ თანხის ჩარიცხვის კონტროლი და ადმინისტრირება;
- კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
- დებიტორული დავალიანების მართვის დეპარტამენტში მომუშავე თანამშრომლებთან გუნდური მუშაობა და კოორდინაცია;
- საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- ცხრილებთან მუშაობის უნარი, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ანალიზისა და კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.