9349 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SH97A539 გამოქვეყნდა 29 ოქტ 21 ნახვა

SMOTORS

SMOTORS

შესყიდვებისა და მარაგების მართვის ანალიტიკოსი

SMOTORS გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე

კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

კომპანია "სმოტორს"- ი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვებისა და მარაგების მართვის ანალიტიკოსი

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგულ ბიუჯეტზე მოლაპარაკება). - საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და მარჟების კონტროლი. - გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა. - მარაგების უწყვეტი კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. - შესყიდვების შეკვეთების ფორმირება და ლოგისტიკის დეპარტამენტთან მუდმივი კოორდინაცია. - დეფიციტური საქონლის ოპერატიულად მოძიება და ადგილობრივ ბაზარზე შევსება. - ბაზრის, პროდუქციის კატეგორიის, კონკრეტული საქონლისა და კონკურენტების მუდმივი შესწავლა და ანალიზი. - დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა და სხვა მსგავსი მარკეტინგული კამპანიების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად. - პროდუქციის კატალოგების და საქონელზე არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა; საგარანტიო საკითხებში აქტიური ჩართულობა. - მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - MS Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა (Advanced ფორმულები, Pivot Tables, მონაცემთა დიდი ფაილების დამუშავება სავალდებულოა). - ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად). - სასურველია რუსული ენის ცოდნა - ბრენდ მენეჯერის, შესყიდვების ან ფინანსური/მარაგების ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები: - ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება. - დეტალებზე მაქსიმალური ორიენტირებულობა, სიზუსტე და მონაცემების გადამოწმების უნარი. - დროის ეფექტურად მართვისა უნარი. - გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; - სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. - ანაზღაურება - ფიქსირებული

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა