9479 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SHFWQ255 გამოქვეყნდა 24 ოქტ 14 ნახვა

გენერალური დირექტორი

STREAM გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
₾4000 / თვეში +68% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,383 ₾ · 155 განცხადება ბოლო ვადა: 7 ნოე

ვეძებთ გენერალურ დირექტორს ფიტნეს კლუბების ქსელისთვის - "რეფორმა".

ქსელი ოპერირებს 2018 წლიდან და ბაზარზე წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით თბილისში. კომპანია გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას და გაფართოებას.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ ხელმძღვანელს, რომელიც სათავეში ჩაუდგება არსებულ ფილიალებს და იზრუნებს ქსელის ზრდასა და განვითარებაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზ. №7;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის ყველა ფილიალის ოპერაციული მართვა და ფილიალების მენეჯერების საქმიანობის კოორდინაცია;
  • მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
  • გუნდის შერჩევა, განვითარება, შეფასება და საბონუსე სისტემების შემუშავება;
  • ქსელისა და ფილიალების ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლების/ხარჯების კონტროლი და მომგებიანობის ზრდა;
  • აბონემენტებისა და დამატებითი სერვისების გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების, არსებული წევრების შენარჩუნებისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
  • მარკეტინგული აქტივობების, გაყიდვების სტიმულირებისა და ახალი შემოსავლის წყაროების ძიება;
  • სავარჯიშო აღჭურვილობის გამართულობის, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
  • ბიზნეს პროცესებისა და ციფრული სისტემების გაუმჯობესება;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი სერვისების, ფილიალების განვითარებისა და გახსნის პროცესების მართვა;
  • კომპანიის მფლობელთან/დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლეს განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, მათ შორის მრავალ ფილიალიანი ქსელის მართვის;
  • ფინანსური მართვა - ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ანგარიშგება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 6 ნოემბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა