გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SHHQRJY6 გამოქვეყნდა 2 ნოე 17 ნახვა

ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერი

Meet in Georgia გარე განცხადება
₾2200–2500 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 2,237 ₾ · 142 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

ტურისტული კომპანია "Meet in Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერის (გერმანული და/ან ინგლისური ენის ცოდნით) პოზიციაზე (Product & Sales Manager).

"Meet in Georgia" არის საქართველოში მოქმედი შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება უცხოელ ტურისტებს საქართველოში, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან.

თუ გაინტერესებთ ტურიზმის სფერო, გიყვართ მოგზაურობა, ფლობთ შესაბამის უცხო ენებს და გსურთ პროფესიული განვითარება საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტურიზმის, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ჰუმანიტარული მიმართულებით, განსაკუთრებით უცხო ენების სპეციალობით;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერა და საუბარი);
  • გერმანული ან/და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, მინიმუმ B2-ის დონე). ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
  • ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, გაანალიზების, გაფილტვრისა და დამუშავების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, პასუხისმგებლობის აღებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პროაქტიულობა, ახალი იდეების განვითარებისა და ტურისტული პროდუქტების კომერციულად შეფუთვის უნარი;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის გამოცდილება. საზღვარგარეთ მოგზაურობის ან ცხოვრების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
  • სამუშაო საათები: აპრილი - ოქტომბერი: 09:30-18:00 (პარასკევს 17:00-მდე); ნოემბერი - მარტი: 10:00-17:00 (პარასკევს 16:00 სთ-მდე); შესვენება: 13:00-14:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები

  • უცხოელი პარტნიორებისა და ინდივიდუალური კლიენტებისთვის ტურისტული პროგრამების შემუშავება, შეთავაზება და შესაბამის ენაზე წარდგენა;
  • პოტენციურ და არსებულ პარტნიორ კომპანიებთან, ასევე პირდაპირ კლიენტებთან საქმიანი კომუნიკაცია;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება;
  • არსებულ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება, მათი საჭიროებების შესწავლა და უკუკავშირის მიღება;
  • ახალი ტურისტული პროდუქტებისა და პროგრამების შემუშავება, შესაბამისი კვლევისა და მოკვლევის ჩატარება;
  • ტურისტული პროგრამების ხარისხის, სიზუსტისა და სრულყოფის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
  • პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგებში მონაწილეობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სასიამოვნო და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე ოფისში (გიორგი ათონელის ქ. №23);
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაცნობით და სამუშაო ვიზიტებს ტურისტული ობიექტებისა და ადგილობრივი პარტნიორების უკეთ გაცნობის მიზნით;
  • პროფესიული განვითარებისა და დარგობრივ ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებად ყოველწლიურ შვებულებას - 24 სამუშაო დღეს;

ყოველთვიური ანაზღაურება (ხელზე ასაღები)

  • 2, 200-2, 500 ლარი - გერმანული და ინგლისური ენების ცოდნის შემთხვევაში;
  • 1, 600-1, 800 ლარი - ერთ-ერთი უცხო ენის, გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში.
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, ენობრივი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • გამოსაცდელი პერიოდის (3 თვე) განმავლობაში ანაზღაურება იქნება შემდგომი ხელფასის ოდენობაზე 200 ლარით ნაკლები.

დამატებითი ბონუსი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს:

  • პარტნიორებისგან მიღებული შეკვეთების ზრდას;
  • ახალი პარტნიორების მოზიდვას;
  • კლიენტებისა და პარტნიორების კმაყოფილებას.

გთხოვთ, გაეცნოთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე, არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.

წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიცია".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა