ოპერატორი
Studio 9:16 აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ: Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენს.
საქართველოს ბანკი, ALTA, 22 გრადუსი, 105, Bolt Food — ეს იმ არხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა TikTok კონტენტს Studio 9:16 ქმნის. ჩვენი გუნდი ფართოვდება და ვეძებთ ოპერატორს, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტები ხარისხი და კრეატიულობაა.
ვეძებთ ვიდეო-ოპერატორს რომელიც:
- ცხოვრობს შორთ-ფორმ კონტენტით — აინტერესებს, რა მუშაობს TikTok-ზე და იცის, როგორ მოიფიქროს, გადაიღოს და სწრაფად შეკრას ვიდეო.
- შეუძლია დინამიურ და შემოქმედებით გარემოში მუშაობა და უმი იდეების ვიზუალურად მიმზიდველ "შორთებად" ქცევა.
- აქვს კომერციულ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილება. შეუძლია შედარებით სტანდარტული და მოსაწყენი თემაც კი სახალისო და ჩამთრევ ფორმატად აქციოს.
- აქვს ჩამოყალიბებული ვიზუალური გემოვნება — ხედავს კადრს, სინათლეს და მოძრაობას ისე, რომ მისი პატარა ვიდეოც კი ამბავს ყვება.
- ინტერესდება ტიკტოკის ტრენდებით და ხვდება, როგორ მოარგოს ის კონკრეტულ ბრენდს, მის მარკეტინგულ მიზანს ან უბრალოდ გარკვეულ ამბავს.
- და უბრალოდ უყვარს გადაღება —კამერა მისთვის არის ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი იდეის გაცოცხლებაა შესაძლებელი.
რას გთავაზობთ:
- შენს გადაღებულ ვიდეოებს ნახავს ასიათასობით მაყურებელი.
- იმუშავებ ენერგიულ და პროფესიონალ გუნდთან, სადაც იდეები სწრაფად იქცევა რეალობად.
- სივრცეს იდეებისთვის — შეგიძლია შემოიტანო შენი ხედვა, სცადო ახალი ფორმატი და რეალურად იქონიო გავლენა კონტენტზე.
- შესაძლებლობას გაიზარდო, როგორც ოპერატორი, ისე კონტენტ-კრეატორი
რას მოველით შენგან:
- შორთ-ფორმ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილებას (TikTok, Reels, Shorts).
- გადაღების ტექნიკურ ცოდნას (კამერა, ტელეფონი, სინათლე, ხმა).
- სწრაფად აზროვნებას და ადაპტაციას.
- კადრის დანახვას, როგორც სეტზე, ისევე გარეთ
- ინიციატივას და სურვილის, განვითარდე Short-Form კონტენტ ინდუსტრიაში.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი ანაზღაურება: 2500-3000 (ხელზე ასაღები)
განაცხადის გასაკეთებლად შეავსეთ ფორმა: https://shorturl.at/ILAWU
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.