8681 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SJ7HH67Z გამოქვეყნდა 7 სექ 8 ნახვა

საქართველოს უსინათლოთა კავშირი

საქართველოს უსინათლოთა კავშირი

შიდა აუდიტორი, ინჟინერი, ტექნიკური მენეჯერი

საქართველოს უსინათლოთა კავშირი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"საქართველოს უსინათლოთა კავშირი" აცხადებს ვაკანსიას 3 პოზიციაზე:

საქართველოს უსინათლოთა კავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც 1926 წლიდან ემსახურება უსინათლო და მცირემხედველ პირთა უფლებების დაცვას, მათი სოციალური, საგანმანათლებლო, პროფესიული და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობას.

ჩვენი მისიაა უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მათი ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უფლებებისა და ინტერესების დაცვა და საზოგადოებაში სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდაჭერა.

ამჟამად ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. შიდა აუდიტორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულება;

** ორგანიზაციის საქმიანობის, ძირითადი ბიზნესპროცესებისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;

** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელება;

** აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება;

** წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მიმოხილვა;

** ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვება და შერჩევითი გადათვლების განხორციელება;

** აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;

** აუდიტის პროცესში გამოვლენილი საკითხების განხილვა აუდიტის გუნდის წევრებთან;

** საწარმოების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

** აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აუდიტის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით. (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;)

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

** MS Office-ის, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;

** ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საბაზისო ცოდნა;

** ACCA-ს მიმართულებით სწავლება ან შესაბამისი გამოცდების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** შედეგებზე ორიენტირებულობა;

** პროფესიული განვითარების მოტივაცია;

** პროაქტიულობა.

2. ინჟინერი

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება არქიტექტურის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;

** ArchiCAD, AutoCAD და Adobe Photoshop-ის ცოდნა;

** საქართველოს სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის, ტექნიკური ზედამხედველობის, პროექტირების ან მშენებლობის მიმართულებით;

** საინჟინრო პროექტირების მოთხოვნებისა და საქართველოში მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;

** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური და საინჟინრო საკითხების მართვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

** მიმდინარე პროექტებისა და სამუშაოების ტექნიკური მონიტორინგი;

** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა;

** სამშენებლო და ტექნიკური სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებთან;

** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების მომზადება;

** საჭიროების შემთხვევაში, პროექტირების, მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობა.

3. ტექნიკური მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით ყოველდღიური ადმინისტრაციული და ტექნიკური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;

** სერვისებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, სისტემატიზაცია, განახლება, რეგისტრაცია, უსაფრთხო შენახვა და არქივირება მოქმედი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა რეგულაციების შესაბამისად;

** სერვისების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;

** შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

** ტექნიკური და ადმინისტრაციული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლი;

** ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;

** ორგანიზაციის თავმჯდომარისა და სერვისების სამსახურის მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა, კომპეტენციის შესაბამისი დავალებების შესრულება.

უფლებამოსილებები:

** საკუთარი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და სხვა მასალების მოთხოვნა ორგანიზაციის ფილიალებისა და სტრუქტურული ერთეულებისგან;

** კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებსა და განხილვებში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშირებულია სერვისების დაგეგმვასთან, ადმინისტრირებასთან და განვითარებასთან.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი:

თბილისი, ნაძალადევი, ცოტნე დადიანის ქუჩა №90, 0180

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე

სამუშაო საათები: 09:00-16:00

ანაზღაურება: 1224 ხელზე ასაღები (ნეტტო)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №90, 0180

https://www.gbu.ge/

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი

საქართველოს უსინათლოთა კავშირი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, პასუხისმგებლობიან სამუშაო გარემოსა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებს.

გელოდებით ჩვენს გუნდში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს უსინათლოთა კავშირი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის