ავეჯის ამწყობი
ემბავუდ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ხაშურის რეგიონი
მოვალეობები: - საწყობიდან ავეჯის ჩატვირთვა ავტომობილში; - შეკვეთის შესაბამის მისამართზე უსაფრთხოდ მიტანა; - ავეჯის ადგილზე აწყობა და მონტაჟი; - სამუშაო პროცესში ავეჯის ხარისხისა და მთლიანობის უზრუნველყოფა; - კომპანიის ავტომობილისა და სამუშაო ინვენტარის სათანადო მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ავეჯის აწყობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მართვის მოწმობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; - ენერგიულობა და მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი.
ანაზღაურება: საშუალოდ 1500 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@embawood.ge