გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SK93YF10 გამოქვეყნდა 8 ნოე 5 ნახვა

გაყიდვების აგენტი / გაყიდვების წარმომადგენელი

ჯეი ეფ ჯორჯია

ჯეი ეფ ჯორჯია

ჯეი ეფ ჯორჯია გარე განცხადება
₾1500 / თვეში −33% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,237 ₾ · 149 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

კომპანია “JF Georgia” ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის/ გაყიდვების წარმომადგენლის (პროფესიონალური მიმართულება) პოზიციაზე

შპს "ჯეი ეფ ჯორჯია” 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს სხვადასხვა დასახელების პროდუქციის (თმის მოვლის საშუალებები, ელექტროპროდუქცია, აქსესუარები, ავეჯი და სხვა) საბითუმო და საცალო გაყიდვებს. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოს მასშტაბით არსებული სილამაზის სალონები. JF Georgia წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ფილიალებით, მათ შორის სილამაზის სალონითა და სასწავლო აკადემიით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://jfgeorgia.ge/

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ე.ანდრონიკაშვილის N37ა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 18:00 საათი შაბათი: 09:30 – 14:00 საათი

ანაზღაურება და პირობები

  • ფიქსირებული ანაზღაურება 1500 ლარი + გაყიდვების ბონუსი; (საშუალო შემოსავალი რეალიზაციის შედეგების მიხედვით);
  • საწვავის ხარჯების სრული ანაზღაურება (გარბენის მიხედვით);
  • ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ფიქსირებული ანაზღაურება;

ძირითადი მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
  • მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

ფუნქცია მოვალეობები

  • პროფესიონალური თმის მოვლის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლისთვის პროდუქტის ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული პრეზენტაცია.
  • პოტენციური და ახალი მომხმარებლების აქტიური მოძიება, მათთან გრძელვადიანი, სანდო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • სილამაზის სალონებთან და სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება, შეკვეთების მიღება და ფინანსური პირობების შეთანხმება;
  • პროდუქციის სწორად განთავსებისა და მერჩენდაიზინგის დადგენილი სტანდარტების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების რეგულარული მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • შეკვეთების დროული მიწოდების პროცესის მონიტორინგი;
  • ბაზარზე არსებული ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

პიროვნული თვისებები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ

  • დინამიურ სამუშაო გარემოს დიდ და მეგობრულ გუნდში;
  • პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ჯეი ეფ ჯორჯიამ“ (JF Georgia), თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შემდგომი დასაქმების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე:https://junglefever.selfrecruit.ge/s/TZf8

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა