გასტროენტეროლოგის ასისტენტი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას გასტროენტეროლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება; - პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით; - პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და პროგრამაში მუშაობა ექიმის მითითებით; - პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით; - პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
ცოდნა, უნარები: - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, #3
შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება. - ტესტირება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას; - პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GTitMtbc
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე. გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.