კადრების განყოფილების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია "ბკ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას კადრების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო კომპანიისთვის სხვადასხვა პოზიციებზე (ინჟინრები, ტექნიკური პერსონალი და სხვა.) კვალიფიციური კანდიდატების მოძიება და შერჩევა
- ვაკანსიების ტექსტების მომზადება და განთავსება შესაბამის პლატფორმებზე
- კანდიდატებთან კომუნიკაცია, სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუების ჩატარება
- შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა - მოთხოვნიდან დასაქმებამდე
- კომპანიის შიდა კოლეჯთან აქტიური თანამშრომლობა
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართვა სტაჟირებებსა და დასაქმების პროგრამებში.
- კანდიდატების ბაზის მართვა და განახლება CRM სისტემაში. Bitrix-ის გამოყენება რეკრუტინგის პროცესების ორგანიზებისა და სტატუსების მონიტორინგისთვის
- შერჩევის პროცესთან დაკავშირებული რეპორტინგის მომზადება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ან მომიჯნავე მიმართულებით
- გამოცდილება რეკრუტერის ან HR სპეციალისტის პოზიციაზე
- სამშენებლო სექტორში რეკრუტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 11 ოქტომბრისა და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.