მძღოლი
"აიკო" - არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის და მეტალის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.
კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ერისთავის 1;
- განაკვეთი: სრული;
- სამუშაო საათები: 10:00-18:00;
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
- დასვენების დღე კვირა;
- სახელფასო ანაზღაურება: მინიმალური 1800 ლარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მანქანის ძარაზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაქსიმალურ დაცვას დაზიანებისაგან
- ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის და საწვავის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი
- ავტომანქანის მოვლა და სისუფთავის დაცვა
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობის B კატეგორია
- სასურველია შესაბამისი კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი ან დაგვიკავშირდეთ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.