მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია "სან დარი" სადეზინფექციო, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების საწარმო ეძებს კადრს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე!
ვეძებთ აქტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც წარმართავს ბრენდის სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების მარკეტინგულ კამპანიებს.
პოზიციის მიზანი:
კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/მართვა და ხარისხიანი ლიდების უწყვეტი ნაკადის უზრუნველყოფა გაყიდვების გუნდისთვის.
ძირითადი ფუნქციები:
** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება: კომპანიის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა და მათი აღსრულების მონიტორინგი;
** ბრენდის განვითარება. ცნობადობის გაზრდა (როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული) დაგეგმვა, გაშვება და შედეგების შეფასება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალური განაწილება, კონტროლი და ROI-ს მაქსიმიზაცია;
** მარკეტინგის გუნდის მართვა, მოტივირება და მუშაობის კოორდინაცია;
** ციფრული რეკლამების (Google Ads, Meta Ads და ა.შ.) სტრატეგიული ზედამხედველობა ლიდების გენერაციისა და გაყიდვების ზრდისთვის;
** კონტენტ-სტრატეგიის გაწერა, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა ციფრული არხების კონტენტ-გეგმის გამართვა, ქოფის და ბრიფის მომზადება და აღსრულების მონიტორინგი;
** ანალიტიკა და რეპორტინგი: მარკეტინგული კამპანიების მუდმივი მონიტორინგი, ძირითადი მეტრიკების ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითეთ: მარკეტინგის მენეჯერი.
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.