ინ ვიტრო განაყოფიერების ექთანი
შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კლინიკა - "ლიდერმედი" აცხადებს ინ ვიტრო განაყოფიერების ექთნის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21 სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე 09:30-17:30 შაბათს ნახევარი დღე - 09:30 -15:30
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების მომზადება და საექთნო შეფასება IVF პროგრამის სხვადასხვა ეტაპზე;
- ფოლიკულური პუნქციის (TVOR) და ემბრიონის გადატანის (ET) პროცედურებში ასისტირება;
- ულტრაბგერითი მანიპულაციების ტექნიკური მხარდაჭერა;
- მედიკამენტების გაცემის, პაციენტის ინსტრუქტაჟისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- სტერილობის, ინფექციის კონტროლისა და Clean Room-ის წესების დაცვა;
- სამედიცინო ჩანაწერების და საექთნო დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოება;
- რეპროდუქტოლოგებთან, ემბრიოლოგებთან და საექთნო გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მოქმედი პროფესიული კვალიფიკაცია, მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად;
- გინეკოლოგიის, რეპროდუქციული მედიცინის ან პროცედურული საექთნო საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ასეპტიკის, ანტისეპტიკისა და ინფექციის კონტროლის პრინციპების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა, სიზუსტე, სწავლის უნარი და გუნდური მუშაობის კულტურა.
- საექთნო განათლება
- ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პაციენტზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 04 დეკემბერი 2026 წ.
დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე.
"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.
შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.