8228 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SR8JB721 გამოქვეყნდა 1 სექ 4 ნახვა

კონტენტის ოპერატორი - TKT.ge

TNET გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას TKT.ge-ის Content Operator-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა სამუშაო გრაფიკი: მცოცავი / ჰიბრიდული, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე

შენი როლი "თინეთში":

** TKT.ge საიტზე ღონისძიებების ვებ გვერდზე დროულად და სწორად განთავსება/შემდგომი მართვა; ** პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით, ბილეთებზე/ადგილებზე ფასების სრული სიზუსტით მინიჭება; ** ორგანიზატორის მოთხოვნის შესაბამისად კალათების დაყოფა და შეცვლა/გადართვა რაოდენობის მიხედვით; ** ჯავშნების შექმნა/გაუქმება, პრომოკოდების დაგენერირება, მოსაწვევების და ყიდვის ბმულების გაგზავნა; ** ვიზუალური მასალის ატვირთვა მარკეტინგისთვის; ** ორგანიზატორებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** თუ გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ონლაინ პლატფორმის მართვა, მონაცემთა შეყვანა, კონტენტის ოპერირება) ან ადმინისტრაციულ საქმიანობაში. ** გაქვს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულად და ინგლისურად. ** იცი Microsoft Office-ის პროგრამები და გაქვს ადმინ-პანელებთან მუშაობის გამოცდილება (კონტენტის ატვირთვა, მართვა, რედაქტირება) ** ხარ ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული და არ უშინდები გამოწვევებს

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
TNET
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა