8,519 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SSA124BG გამოქვეყნდა 16 სექ 6 ნახვა

Lazer Lounge

Lazer Lounge

გენერალური ასისტენტი / თამაშის ინსტრუქტორი

Lazer Lounge გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 ოქტ

Lazer Lounge ეძებს ენერგიულ გენერალურ ასისტენტს / თამაშის ინსტრუქტორს

Lazer Lounge არის გასართობი სივრცე ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რომლის მთავარი მიმართულებაა ლაზერთაგი (პეინტბოლის მსგავსი თამაში), თუმცა ასევე გვაქვს გეიმინგ ოთახები, მაგიდის ჩოგბურთი, კარაოკე, მინი-კინო და სხვა გასართობები. ჩვენი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი არიან ბავშვები, რომლებიც დაბადების დღეებს აღნიშნავენ, და ზრდასრულთა ჯგუფები, რომლებსაც ადრენალინი და აქტიური დასვენება სურთ. ჩვენ ვმდებარეობთ კარვასლას უკან, სადგურის მოედნის მიმდებარედ.

მოვალეობები: - მომხმარებლების დახვედრა; - სასმელებისა და საკვების მომსახურება; - სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა — მაგიდების გაწმენდა, მტვერსასრუტით დასუფთავება, ტუალეტების, ბარისა და სხვა სივრცეების მოწესრიგება; - ლაზერთაგის თამაშების ინსტრუქტაჟი და წარმართვა; - საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება, მაგალითად, მაღაზიაში საჭირო ნივთების შესაძენად წასვლა.

დამატებითი ანაზღაურებისთვის, სურვილის შემთხვევაში: - ანიმაციური პროგრამის ჩატარება (სხვადასხვა თამაშები, კონკურსები და ა.შ.).

მოთხოვნები: - პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროტოკოლებისა და მითითებების მკაცრად დაცვა; - მეგობრული და ენერგიული/ენთუზიაზმით სავსე პიროვნება, რომელსაც შეუძლია აღელვებული მომხმარებლების ჯგუფის მართვა; - პასუხისმგებლობების მიმართ მოქნილი დამოკიდებულება — თავად ამჩნევ, რა არის გასაკეთებელი ან რისი გაუმჯობესება შეიძლება; - მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;ა - აუცილებელია ბავშვებთან მუშაობის სიყვარული (7 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებთან); - ენები: რაც უფრო მეტ ენას ფლობ, მით მეტი სამუშაოს შესრულება შეგიძლია. ქართული ენის გარდა აუცილებელია მინიმუმ B1+ დონის ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა. ცოდნა შემოწმდება გასაუბრების დროს.

პირობები: - სასიამოვნო სამუშაო გარემო ახალგაზრდა კოლეგებთან; - სრულიად მოქნილი გრაფიკი, მუშაობ მაშინ როდესაც გინდა რომ იმუშაო. - ცვლა ჩვეულებრივ იწყება 14:50-ზე და მთავრდება 22:30–23:15-ს შორის (დაახლოებით 8 საათი); - სამუშაოს სავარაუდო მოცულობა თვეში (ზაფხულის სეზონის გარდა): 20–60 საათი, რაც დამოკიდებულია თქვენს ხელმისაწვდომ სამუშაო საათებზე, ენების ცოდნასა და სეზონზე; - 8-საათიანი ცვლის ანაზღაურება — 70 ლარი/ცვლა. თუმცა, ყველაზე ხშირად თანამშრომელი მხოლოდ რამდენიმე საათით გვჭირდება; - თუ არ გინდა სრული ცვლა მაშინ საათობრივი ანაზღაურება 10 ლარი საათში, მინიმალური ანაზღაურება არის 2,5 საათი. - თიფსის და საკომისიოს მიღება; - საპენსიო შენატანები.

გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Lazer Lounge
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა