8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SWEJY8P2 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

საცალო გაყიდვების ქსელის დეპარტამენტის უფროსი

ალტა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ჩვენ ვართ "ალტა" — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ქსელის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელის გაყიდვების მიმართულებით წლის მიზნობრივი პარამეტრების (გაყიდვები, მოგება, მომხმარებელთა კმაყოფილება, კონვერტაცია და ა.შ) განსაზღვრის პროცესის ინიცირება და ყველა საჭირო რაოდენობრივი და ანალიტიკური ინფორმაციის მოძიება/დამუშავების კოორდინაცია და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭირო ნაბიჯების გადადგმა ეფექტურობის გასაუმჯობესებლად; ** ბაზრის ტრენდების, კონკურენტების და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი კონკურენტული უპირატესობისთვის; ** ქსელის განვითარებისთვის მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება; ** გაყიდვების წლიური გეგმის ჩაშლა თვეებისა და მაღაზიების მიხედვით; ** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და გადახრებზე დროული რეაგირება; ** მაღაზიების შედარებითი ანალიზი და სამოქმედო გეგმების შემუშავება; ** მარაგების მონიტორინგი და ქსელის საჭიროებების იდენტიფიცირება; ** მაღაზიებში გეგმური და არაგეგმური ვიზიტების განხორციელება; ** საოპერაციო პროცესების მონიტორინგი და გაუმჯობესება; ** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებები მერჩენდაიზინგის საკითხებში; ** გუნდის მართვა, მოტივაცია, განვითარება და შესრულებული სამუშაოს შედეგების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შეტანა. ** გაყიდვების, ხარჯებისა და მოგების ანალიზი, გაუმჯობესების რეკომენდაციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 3 წელი ხელმძღვანელ პოზიციებზე; ** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fN5RrsHd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ალტა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის