8,682 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SX8WVD72 გამოქვეყნდა 22 სექ 1 ნახვა

დეუს ჰოლდინგი

დეუს ჰოლდინგი

PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი

დეუს ჰოლდინგი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

"DEUS HOLDING" ეძებს PR & COMMUNICATIONS LEAD-ს.

ლოკაცია: თბილისი | Full-time, ნაწილობრივ დისტანციური.

"DEUS HOLDING"-ისა და ჩვენი საერთაშორისო პროექტების განვითარების ახალ ეტაპზე ვეძებთ ძლიერ PR & Communications Lead-ს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას კომპანიისა და მისი პროექტების საკომუნიკაციო მიმართულების განვითარებაზე საქართველოში.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც თვითონ დაინახავს ამბავს, შექმნის იდეას და მიიყვანს მას შედეგამდე.

ამ პოზიციის მთავარი მიზანია "DEUS HOLDING"-ისა (ლუქსიუმის პარტნიორის) და მისი პროექტების ცნობადობის, ნდობისა და ძლიერი საჯარო პოზიციონირების განვითარება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
  • კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში საინტერესო news hook-ებისა და PR შესაძლებლობების პროაქტიულად აღმოჩენა;
  • მედიასთან ურთიერთობა — ინტერვიუები, სტატიები, სიუჟეტები, პრესრელიზები და სპეციალური პროექტები;
  • Founder/CEO-ს პერსონალური ბრენდისა და საჯარო კომუნიკაციის განვითარება;
  • Facebook, Instagram, TikTok, YouTube და LinkedIn-ისთვის საკომუნიკაციო და content strategy-ს შექმნა;
  • ყოველდღიური რეალური პროცესების საინტერესო ისტორიებად და თანამედროვე short-form ვიდეოკონტენტად გარდაქმნა;
  • კომპანიის მნიშვნელოვანი სიახლეების, მიღწევებისა და საერთაშორისო განვითარების სწორად შეფუთვა და გაშუქება;
  • მედია, ინფლუენსერებთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
  • ვიდეოგრაფების, დიზაინერების, კონტენტ-კრეატორებისა და სხვა გარე რესურსების მოძიება და კოორდინაცია;
  • რეპუტაციული და კრიზისული კომუნიკაციის მართვა;
  • კონკურენტების, ტრენდებისა და საინფორმაციო გარემოს მუდმივი მონიტორინგი;
  • განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზი და კონკრეტული KPI-ებით შეფასება.

ვის ვეძებთ:

  • მინიმუმ 3-5 წლიანი რეალური გამოცდილება PR-ის, კომუნიკაციების, მედიის ან ბრენდ-მარკეტინგის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • ქართული მედია გარემოსა და სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების კარგი ცოდნა;
  • storytelling-ისა და ძლიერი ტექსტის შექმნის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტაცია.

განსაკუთრებული უპირატესობა იქნება: ტექნოლოგიურ, ფინანსურ, fintech/blockchain ან საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება; მედიასთან არსებული პროფესიული ურთიერთობები; Founder/Executive personal branding-ის გამოცდილება; TikTok/Reels/YouTube Shorts-ის კარგად გაგება.

გამოგვიგზავნეთ:

  • CV ან LinkedIn პროფილი;
  • 2-3 საუკეთესო პროექტი/კამპანია, რომელზეც პირადად გიმუშავიათ;
  • მოკლედ — "რას შეცვლიდით DEUS HOLDING-ის კომუნიკაციაში პირველ 90 დღეში?" პროექტის შესახებ: http://www.luxium.io

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ონლაინ გასაუბრება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დეუს ჰოლდინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა