8228 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SXF7M9AX გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

All Service Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾800 / თვეში ბოლო ვადა:

ვინ ვართ ჩვენ ? All Service Group არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია: ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.

All Service Group აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ N116/მარშალ გელოვანის N52

ქ.ბათუმი, 26 მაისის ქუჩა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე შეთანხმების შესაბამისად.

სამუშაო საათები: 10:00-19:00, 1 საათი შესვენება

თანამშრომლობის პირობები:

** გამოსაცდელი ვადით (6თვე) შრომითი ხელშეკრულება

** გამოსაცდელი პერიოდიდან პირველი თვე სწავლება- ანაზღაურება 800 ლარი

** მომდევნო თვიდან 1 წლის ვადამდე ანაზღაურება 1200 ლარი

** 1 წლის შემდეგ 1400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში/სატელეფონო ზარების საშუალებით მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა;

** პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებებთან გადამისამართება;

** მომხმარებელთა მონაცემების განახლება/კორექტირება და ბაზაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ ან/და მონათესავე სფეროში მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

** ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი

** ინგლისური ენის მარტივი კომუნიკაციის დონეზე ფლობა

** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Ecxell/Word)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდურად მუშაობის უნარი;

** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;

** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, სასურველი ქალაქი და პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
All Service Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა