გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SYEFNS7Q გამოქვეყნდა 19 ნოე 14 ნახვა

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

ფოლადის სახლი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ

"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.

კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას: ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ბრენდის პოზიციონირება და სტრატეგიის შემუშავებაში დახმარება, რათა იგი შეესაბამებოდეს მიზნობრივი ბაზრის საჭიროებებს და ღირებულებებს.
  • ბრენდის განვითარებისა და ზრდის გრძელვადიანი გეგმების შემუშავებაში დახმარება და მათი შესრულების მონიტორინგი.
  • ბრენდის იმიჯის და თვითმყოფადობის შექმნაში მონაწილეობა;
  • ბრენდის ხედვის, მისი კორპორატიული ღირებულებების და მესიჯების განსაზღვრა.
  • ბრენდთან დაკავშირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება:
  • მომხმარებელთა სეგმენტაციისა და მიზნობრივი აუდიტორიის მოძიება;
  • ბაზრის ანალიზი და კონკურენტების იდენტიფიცირება;
  • ბრენდის გეგმის განხორციელების კონტროლში დახმარება:
  • გაყიდვების გუნდთან ინტეგრაცია ბრენდის სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.
  • ახალ იდეებზე მუშაობა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.
  • განათლება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში
  • ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ხოლო სპარსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
  • კომპიუტერული უნარები: Microsoft Excel-ისა და Word-ის ცოდნა, ასევე ADIN პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 - დან 18:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, თბილისი.

ბენეფიტები

  • ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება;
  • კვება;
  • ტრანსპორტირება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ - ბრენდ მენეჯერის ასისტენტი.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლი"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა