9207 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SZ7CAHQE გამოქვეყნდა 26 ოქტ 14 ნახვა

კონტენტ კრეატორი/მობილოგრაფი

Park Detailing გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე

"The Park Detailing" ეძებს კრეატიულ, ენერგიულ და ინიციატივიან კონტენტ კრეატორს / მობილოგრაფს, რომელსაც უყვარს ავტომობილები და შეუძლია პრემიუმ ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა!

თუ გეხერხება ვიდეოების გადაღება-მონტაჟი, ადევნებ თვალს ავტო-სამყაროსა და სოციალური ქსელების ტრენდებს, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები ვიდეოკონტენტის შექმნა:

  • იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე (TikTok, Instagram Reels, Facebook); სერვისების ეფექტურად წარდგენა: ავტომობილის რეცხვის, PPF/დამცავი ფირების, პოლირების, ქიმწმენდისა და სხვა სერვისების "Before / After" (მანამდე და შემდეგ) და პროცესუალური ვიდეოების გადაღება;
  • კრეატიული შოოტები: ავტომობილის დეტალების, ესთეტიკური კადრებისა და დინამიური ვიდეოების (Cinematic / Aesthetic Reels) გადაღება;
  • სცენარებისა და ტექსტების მომზადება: მოკლე, მიმზიდველი სცენარებისა და Caption-ების წერა;
  • ვიდეოების მონტაჟი: ხმის დამუშავება, ტრენდული მუსიკის შერჩევა, სუბტიტრებისა და ეფექტების დამატება;
  • ტრენდების მონიტორინგი: ავტო-დეტეილინგის სფეროში არსებული სიახლეებისა და Viral ტრენდების მორგება სტუდიის ბრენდზე;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა: კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და შედეგების ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ავტომობილებისა და ავტო-ესთეტიკის მიმართ ინტერესი/სიყვარული;
  • სმარტფონით (ან კამერით) მაღალი ხარისხის ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
  • სამონტაჟო პროგრამების/აპლიკაციების ცოდნა: CapCut, Adobe Premiere, VN, Lightroom ან სხვა;
  • კადრის კომპოზიციის, განათებისა და რაკურსების სწორი შეგრძნება;
  • სოციალური ქსელების ცოდნა: TikTok, Instagram და Facebook რილსების/ვიდეოფორმატების სპეციფიკის ფლობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, იდეების მოფიქრებისა და სისრულეში მოყვანის უნარი;
  • გამართული ქართული მეტყველება და წერა.

რას გთავაზობთ:

  • საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს პრემიუმ კლასის ავტომობილებთან;
  • პროფესიული და კრეატიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურება შეთანხმებით, გრაფიკი 11 დან 19 საათამდე, შაბათ კვირა დასვენების დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა