ბუღალტერი
კომპანია „მარგიო“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - 2 ვაკანსია
„მარგიო“ - საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს ორ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ბუღალტერს.
სამუშაო ადგილები: ნატახტარი - 1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. თბილისი, ევროპის ჩიხი №10, აეროპორტის ხიდებთან -1 ბუღალტერი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია მეტრო „სამგორიდან“.
ძირითადი მოვალეობები: - ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა; - შესყიდვების, რეალიზაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; - სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და კონტროლი; - საბანკო და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა; - დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, პარტნიორებთან ნაშთების შედარება; - მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; - წარმოების ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში მონაწილეობა; - იმპორტის ოპერაციებისა და საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; - ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; - RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; - საბუღალტრო პროგრამისა და Excel-ის კარგი ცოდნა; - სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადების დაცვა; - უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: სრული - ანაზღაურება: 1 400 - 2 500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი სამუშაო ადგილი: „ბუღალტერი - ნატახტარი“ ან „ბუღალტერი - ,,თბილისი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.