სხვადასხვა
შპს "თავისუფალი ხედვის აკადემია" არის კერძო პროფესიული კოლეჯი, რომელიც დაფუძნდა 2024 წელს და სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს მოკლევადიან და გრძელვადიან პროფესიულ სასწავლო პროგრამებს (ფარმაცია, საექთნო განათლება, სკოლამდელი აღზრდა (აღმზრდელი), ბუღალტერია, კომპიუტერული ქსელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა და სხვა). ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://forms.gle/DAmMzHfhcecraNuF6
ამჟამად კოლეჯს 300-მდე სტუდენტი და მსმენელი ჰყავს და მუდმივად ზრუნვას ახალი პროგრამების დანერგვაზე და განვითარებასა და სტუდენტების/მსმენელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ აკადემიის სოც. გვერდს: http://www.fva.edu.ge; http://www.facebook.com/FreeVisionAcademy/
დასაქმების ადგილი: თბილისი, თრიალეთის ქ. N50 (ვარკეთილი)
1) სამეურნეო და უსაფრთხოების (დაცვის) სპეციალისტი
სამუშო დრო: 09:00-16:00 სთ
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამსახურებრივი მოვალეობები:
** აკადემიის სამეურნეო საქმიანობის წარმართვა (შენობის მოვლა-პატრონობა);
** აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა მეთვალყურეობა და გამართულობის უზრუნველყოფა;
** აკადემიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და წესრიგის დაცვა;
** აკადემიის შენობაში ვიზიტორების გადაადგილების კონტროლი;
** აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის გამოყენებით წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების მონიტორინგი;
** პერსონალური ინფორმაციის დაცვა მონიტორინგის სისტემის გამოყენებისას.
** სხვა მოვალეობები, გამომდინარე პოზიციიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი.
2) სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მენეჯერი
სამუშო დრო: 13:00-21:00 სთ
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამსახურებრივი მოვალეობა:
სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მენეჯერი ძირითადი მოვალეობებია:
** სტუდენტთა მიღების პროცესის წარმართვა (აპლიკანტების განაცხადების მიღება, სამოტივაციო გასაუბრებების, ჩარიცხვის პროცესების ორგანიზება და სხვა);
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება (მათ შორის პროფესიულ სტუდენტებთან დასადები ხელშეკრულებების მომზადება);
** სასწავლო ცხრილების შედგენა აკადემიურ ხელმძღვანელთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან კოორდინირებულად;
** პროფესიულ სტუდენტთა ელ. პორტფოლიოების წარმოება (პირადი საქმეების წარმოება, სათანადო წესით შენახვა);
** პროფესიულ სტუდენტთა რეესტრის წარმოება;
** შესაბამის ელექტრონულ სასწავლო პორტალებზე ინფორმაციის შეყვანა და კონტროლი;
** პრაქტიკული სწავლების გეგმის შედგენა;
** სტუდენტების შეფასების ორგანიზება;
** სასწავლო ცხრილების შესრულების კონტროლი;
** სტუდენტების და პედაგოგების დასწრების აღრიცხვა;
** სასწავლო პროცესის გრაფიკის შესაბამისად სხვადასხვა შეტყობინებებისა და გაფრთხილებების მომზადება და გადაგზავნა;
** პროგრამის სერტიფიკატების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** დიპლომის დანართის შევსება;
** მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ცნობების მომზადება;
** შემოსული განცხადებებისა და სხვა სახის საქმიანი ქაღალდების რეგისტრაცია, პასუხის მომზადება და გაგზავნა;
** მუდმივი კომუნიკაცია პროგრამის ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და პედაგოგებთან;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული არქივის წარმოება;
** სასწავლო მატერიალურ - ტექნიკური ბაზის მეთვალყურეობა;
** კოორდინირებულად მუშაობა ორგანიზაციის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან;
** მენეჯმენტის დავალებით სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის/საჯარო მმართველობის/სამართალმცოდნეობის განათლების მქონე პირს);
** სასურველია პროფესიული განათლების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ასევე პროფესიული განათლების სფეროში ხარისხის მართვის მიმართულებით გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** სასურველია სხვა ტიპის საგანმანათლებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ტექნიკური უნარები:
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენა (B2).
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV გამოცდილების დეტალური აღწერილობით) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე ა.წ. 21 სექტემბრის ჩათვლით ელფოსტაზე:
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და საფინანსო სერვისების განვითარების მენეჯერი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.