8610 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T1KKX91H გამოქვეყნდა 26 აგვ 17 ნახვა

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

პროექტების მენეჯერი

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1326 / თვეში ბოლო ვადა:

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი სარგო: 1,326 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - ფინანსური და სხვა რესურსების მოზიდვის წყაროების მუდმივი გამოვლენა; - დონორებისთვის პროექტებისა და პროექტების ანგარიშების მაღალი ხარისხითა და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა; - დონორებთან და ფონდებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება; - ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კომუნიკაცია; - დიდ ბიუჯეტიან პროექტებზე მუშაობა, მათ შორის Horizon Europe-ის პროექტებზე; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ბაკალავრის ხარისხი; - მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს სფეროში.

ენების ცოდნა - ქართული - სახელმწიფო ენა; - ინგლისური - B2 დონე.

საოფისე პროგრამებისა და პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა - Microsoft Word; - Microsoft Excel; - Microsoft PowerPoint; - Asana ან მსგავსი პროექტების მართვის პროგრამის ცოდნა.

პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა - პროექტების წერის ტექნიკის ცოდნა; - მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკის ცოდნა; - პროექტების დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; - დონორებთან და ფონდებთან კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა; - პროექტების ანგარიშგების მომზადების უნარი.

პიროვნული უნარები - კრეატიულობა და ახალი იდეების გენერირების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - არგუმენტირებული მსჯელობისა და დასაბუთების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - რამდენიმე პროექტსა და ამოცანაზე ერთდროულად ეფექტურად მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ვადების დაცვის უნარი; - ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; - სტრესულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - ცვლილებებისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; - ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი“ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის