გუნდის წევრი
შემოგვიერთდი "მაკდონალდსის" გუნდში!
ვაკანსია: გუნდის წევრი | ვაჟა-ფშაველას ქუჩა
თუ ეძებ სტაბილურ სამსახურს, კარგ ანაზღაურებას და განვითარებას:
"მაკდონალდსი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს!
აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია, იმუშავე სრული განაკვეთით და მიიღე სტაბილური შემოსავალი + ფიქსირებული ბონუსი.
როგორია ერთი სამუშაო დღე მაკდონალდსში?
- შეკვეთების მიღება და მომზადება (ბურგერები, ფრი, სასმელები);
- სტუმრების მეგობრული და თავაზიანი მომსახურება;
- სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს მოწესრიგება;
- ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
რას გთავაზობთ?
- საათობრივ ანაზღაურებას, ნამუშევარი საათების მიხედვით;
- სრული განაკვეთი: 1450-1875 ₾ (ანაზღაურება + ფიქსირებული ბონუსი, გადასახადების ჩათვლით);
- ღამის ცვლა (23:00-06:00) — 75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
- ზეგანაკვეთური სამუშაო — 50%-ით გაზრდილი ანაზღაურება;
- ოფიციალურ დასვენების დღეს მუშაობა — ორმაგი ანაზღაურება;
- ხელფასის გარანტირებული მატება 3 თვეში;
- ბონუსი წელიწადში ორჯერ — საშუალო თვიური ანაზღაურების 75%;
- დაბადების დღეზე Day off + 8 საათი ანაზღაურება;
დამატებით
- უფასო კვება;
- ტრანსპორტირება;
- კარიერული ზრდა — დაწინაურების შესაძლებლობა ყოველ 6 თვეში (გუნდის წევრი → ინსტრუქტორი → მენეჯერი);
- სამოტივაციო პროგრამები, შიდა კონკურსები, ექსკურსიები;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები.
სამუშაო პირობები
- სრული, არასრული და ღამის ცვლის სამუშაო განაკვეთი;
- მოქნილი, შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;
თუ ეძებ მეგობრულ გარემოს, სტაბილურ სამსახურს და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს, შეავსე ანკეტა და შემოგვიერთდი — https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/form