პირადი მძღოლი
შპს "რუსთავის ფოლადი", რომელიც 1948 წელს დაარსებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექიმნა 2011 წელს და დღეისათვის აწარმოებს მრავალი სახის პროდუქტს: ფიტინგები, უჟანგავი მილები, კვადრატული ნაწარმი, რკინის ჩამოსხმა, ლითონის კონსტრუქციები და ა.შ. აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. №12 დასაქმება: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით.
- ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი (სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, განათების ხელსაწყოები, საბურავების მდგომარეობა, ზეთისა და ტექნიკური სითხეების დონე);
- ავტომობილის სისუფთავის კონტროლი და უზრუნველყოფა (როგორც სალონის, ისე ძარის);
- გეგმური ტექნიკური მომსახურების (ზეთის, ფილტრების შეცვლა), ტექდათვალიერებისა და დაზღვევის ვადების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტების მიტანა და ა.შ.)
- გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება;
- კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- პუნქტუალურობა.
შეღავათები
- კორპორატიული დაზღვევა;
- კვება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონზე. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პირადი მძღოლი".