კონსულტანტი
"ფლექსვუდი" არის ავეჯის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ და საბითუმოდ. "ფლექსვუდი" 10 წელი არის ბაზარზე და არის ერთადერთი უკრაინული ავეჯის იმპორტიორი დასავლეთ საქართველოში. კომპანია ასევე ახორციელებს ავეჯის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "ფლექსვუდი" ორიენტირებული არის ხარისხსა და ფასზე.
ავეჯის სახლი "ფლექსვუდი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ქუთაისში კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; სამუშაო საათები: 10:00-19:00; ანაზღაურება: 960 ლარი (ზრდადი); მისამართი: ზ. გამსახურდიას N58გ, ქ. ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
- მონაცვლეობით სალაროს პროგრამაში მუშაობა;
- კომპანიის Facebook-ის გვერდზე მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა;
კომპანია გთავაზობთ
- მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
- კარიერული წინსვლის პერსპექტივას;
თუ გსურთ გახდეთ, "ფლექსვუდის" გუნდის წევრი გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე (CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება)