მზარეული
14-ნომრიანი სასტუმრო "Double B at Freedom Square" თავისუფლების მოედანზე აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: დილის 07:00-დან 13:00-მდე ანაზღაურება 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები
- საუზმის მენიუს მიხედვით კერძების მომზადება
- ცივი და ცხელი საუზმის პოზიციების დამზადება
- ბუფეტის შევსება და კონტროლი
- პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი
- სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა
- მარაგების კონტროლი და საჭირო პროდუქტების შეკვეთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- სწრაფი და ორგანიზებული მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდში მუშაობის უნარი
- ჰიგიენის ნორმების ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე.