პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

T4SK7KFZ გამოქვეყნდა 5 ნოე 32 ნახვა

დამწყები საიტ მენეჯერი

ALUMET გარე განცხადება
₾1500–2000 / თვეში −22% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 121 განცხადება ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას Junior Site Manager / დამწყები საიტ მენეჯერის პოზიციაზე.

შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.

ვეძებთ სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება, პროფესიული განვითარება და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ჩამოყალიბება.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის პროექტების მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელობით და სამუშაო პროცესში მიიღებს საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოების ნახაზებთან და პროექტთან შესაბამისობის გადამოწმებაში მონაწილეობა;
  • სამუშაოების მოცულობებისა და შესრულების პროგრესის აღრიცხვა;
  • მიმდინარე სამუშაოების ფოტო-ფიქსაცია და პროგრესის შესახებ პროექტების მენეჯერის ინფორმირება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
  • ბრიგადებთან და ობიექტზე მომუშავე სხვა მონაწილეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • საჭირო მასალებისა და მომარაგების მოთხოვნების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და მათთან მუშაობა;
  • ობიექტზე არსებული პრობლემებისა და შეფერხებების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერის ინფორმირება;
  • უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე დაკვირვება და შესაძლო დარღვევების შესახებ პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
  • პროექტების მენეჯერის მიერ გაცემული სამუშაო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამშენებლო, არქიტექტურის ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულების მე-3 კურსის ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობისა და განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • Excel-ის ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;
  • სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი;
  • პირველი 3 თვის განმავლობაში ანაზღაურება — 1,500 ლარი;
  • 3-თვიანი სასწავლო/გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ — 2,000 ლარი;
  • შემდგომში — ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად;
  • პრაქტიკული სწავლება გამოცდილი პროექტების მენეჯერის ხელმძღვანელობით;
  • პროფესიული განვითარებისა და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ზრდის შესაძლებლობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და სათაურში მიუთითეთ: „Junior Site Manager“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა