საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პრესრელიზების, საინფორმაციო ტექსტების, ანგარიშების, განცხადებებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
** კორპორაციის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** ხელმძღვანელის საჯარო გამოსვლებისთვის, ინტერვიუებისა და ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების მომზადება;
** ბენეფიციარების წარმატებული ისტორიებისა და PR-სთვის საინტერესო თემების იდენტიფიცირება და მომზადება;
** ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** მედიის მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის მოძიება და პასუხების მომზადებაში მონაწილეობა;
** ინტერვიუების, სიუჟეტების/ კადრ-სინქრონების თუ სხვა მედიააქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** მედიასთან თანამშრომლობის ბაზისა და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება.
** საჭიროების შემთხვევაში, კორპორაციის პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
** კორპორაციისა და მისი საქმიანობის შესახებ მედიაგაშუქების ყოველდღიური მონიტორინგი;
** გაშუქების ტონის, კონტექსტისა და ძირითადი მესიჯების ანალიზი;
** მედია მონიტორინგის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** პრესკონფერენციების, პროგრამების პრეზენტაციების, მედია ტურებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ღონისძიებებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება;
** ღონისძიების ადგილზე ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში პროცესის კოორდინაცია;
** პარტნიორებთან, მოწვეულ სტუმრებსა და მედიასთან კომუნიკაცია ღონისძიებების ფარგლებში.
** გადასაღები ობიექტებისა და თემების შერჩევაში მონაწილეობა, გადაღებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში, გადამღები ჯგუფის ადგილზე კოორდინაცია;
** გადამღები ჯგუფისთვის უკუკავშირის მიწოდება და საჭირო ცვლილებების კოორდინაცია;
** ფოტო-ვიდეო მასალის სისტემატიზაცია და ელექტრონულ არქივში შენახვა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის შესაბამისად, მოხსენებითი ბარათების, სამსახურებრივი წერილებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** PR და საკომუნიკაციო მომსახურებების შესყიდვისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების მომზადებაში მონაწილეობა;
** მიმწოდებლებთან სამუშაო კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** PR აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სამუშაო მასალების მოწესრიგება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წლიური და მიმდინარე გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
** PR კალენდრის წარმოება და განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** განათლება: უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
სამუშაო გამოცდილება:
** საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან სხვა მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მედიასთან, ჟურნალისტებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის პრაქტიკული გამოცდილება;
** ღონისძიებებისა და PR აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** MS Office;
** PowerPoint - პრეზენტაციების მომზადებისა და ინფორმაციის ვიზუალურად სტრუქტურირების უნარი;
** Google Workspace (Google Docs, Sheets, Drive და სხვ.);
** სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
** ფოტო-ვიდეო მასალის ფაილების მართვის, სისტემატიზაციისა და არქივირების ცოდნა;
** ფოტოსა და ვიდეოს ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა (ფორმატები, რეზოლუცია, ხარისხი და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სტრუქტურირებულ დოკუმენტად ჩამოყალიბების კარგი უნარი;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** სწრაფად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენა და იდეების შეთავაზება;
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის პასუხისმგებლობიანი მიდგომა.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.