9407 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T6BDED9E გამოქვეყნდა 3 ოქტ 8 ნახვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

AML ოფიცერი - ბათუმი

ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾2500 / თვეში ბოლო ვადა: 1 ნოე

მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:- შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება;
  • კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი;
  • მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
  • ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან;
  • რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება; - სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; - აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").

პიროვნული თვისებები: - პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი; - პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;

  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.ანაზღაურება: 2500 ლარი

(GROSS)ჩვენ გთავაზობთ: - სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;** პროფესიული ტრენინგებსა; - კორპორაციულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს https://bermeli.selfrecruit.ge/s/lH5uk

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა