კონტაქტ ცენტრისა და გაყიდვების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
TEMPO აცხადებს ღია ვაკანსიას : კონტაქტ ცენტრისა და გაყიდვების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: 2,100 ლარი + ბონუსი
ჩვენ შესახებ TEMPO არის უძრავი ქონების დეველოპერი ბათუმში, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ პროექტებს ხარისხზე, ინოვაციებსა და გამჭვირვალობაზე ორიენტირებული მიდგომით. ჩვენთვის მთავარი ღირებულება დროის პატივისცემაა. ჩვენ ვაფასებთ როგორც ჩვენი მომხმარებლების, ისე პარტნიორების დროს და თითოეულ პროექტს ვახორციელებთ მკაფიო გეგმით, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით. ჩვენი მთავარი პრინციპია, პროექტები ჩავაბაროთ დათქმულ ვადებში — ზუსტად ისე, როგორც დავგეგმეთ. ჩვენი მიმდინარე პროექტებია Queen’s Residence, Serenade by Tempo და Sensa by Tempo.
პოზიციის შესახებ ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ და ანალიტიკური აზროვნების მქონე სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კონტაქტ ცენტრისა და გაყიდვების გუნდის კომუნიკაციის ხარისხის, მომხმარებელთა მოთხოვნებზე რეაგირების სისწრაფისა და CRM პროცესების მონიტორინგს.
ძირითადი მოვალეობები
- შემოსული ლიდების დროული დამუშავებისა და რეაგირების სისწრაფის კონტროლი;
- გამოტოვებული ზარების მონიტორინგი;
- სატელეფონო ჩანაწერების მოსმენა და კომუნიკაციის ხარისხის შეფასება;
- გაყიდვების მენეჯერებისთვის ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდება;
- CRM სისტემაში მონაცემებისა და ამოცანების შესრულების კონტროლი;
- ხარისხის მაჩვენებლების ანალიზი, ანგარიშგება და პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია გამოცდილება გაყიდვების, გაყიდვების მონიტორინგის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Bitrix24);
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღება;
- კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარები;
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა, რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. შემოუერთდი TEMPO-ს გუნდს!
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. პერსონალური მონაცემების დაცვა ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, კანდიდატების შერჩევისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.