8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T79DA5EH გამოქვეყნდა 2 ოქტ 10 ნახვა

აუდიტესკორტი

აუდიტესკორტი

სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი

აუდიტესკორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
₾2000–3500 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, სამშენებლო პროექტებისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების სფეროში მოქმედი აკრედიტებული ორგანიზაცია, აცხადებს ვაკანსიას სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები - სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოებზე დაკვირვება ინსპექტირების დავალების ფარგლებში; - შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და დადგენილ მოთხოვნებთან; - სამუშაოების მიმდინარეობის, გამოყენებული მასალებისა და შესრულებული მოცულობების შემოწმება დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში; - გამოვლენილი შეუსაბამობების დოკუმენტირება, ინსპექტირების ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება; - დამკვეთთან, საპროექტო ორგანიზაციასთან და მშენებელთან პროფესიული კომუნიკაცია ინსპექტირების საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი სამშენებლო სპეციალობით (ინჟინერ-მშენებელი): მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრის დიპლომთან კანონით გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; - არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება საპროექტო დოკუმენტაციის ან/და ხარჯთაღრიცხვების შედგენის, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ან/და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სფეროში; - სამშენებლო პროექტების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების წაკითხვისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი; - ინსპექტირების შედეგების მკაფიოდ და დასაბუთებულად დოკუმენტირების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ობიექტურობა და დამოუკიდებელი პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარი. - უპირატესობად ჩაითვლება ინსპექტირების ორგანოში მუშაობის გამოცდილება და ISO/IEC 17020-ის მოთხოვნების ცოდნა. - განათლების მოთხოვნის მიზნებისთვის, მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულად განიხილება 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული შესაბამისი დოკუმენტიც, მათ შორის შესაბამისი ოთხწლიანი პროგრამის დიპლომი.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: თბილისი და მიმდინარე პროექტების ობიექტები; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ანაზღაურება (ხელზე ასაღები): ფიქსირებული ხელფასი — არანაკლებ 2 000 ლარი თვეში. ბონუსის მიღების შემთხვევაში, სავარაუდო ჯამური თვიური ანაზღაურება შეადგენს 3 000–3500 ლარს.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: „ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტორი“. გთხოვთ, CV-ში ასახოთ განათლება, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და შესრულებული პროექტები.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აუდიტესკორტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა