8399 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T7WEBSCV გამოქვეყნდა 27 აგვ 5 ნახვა

მარკეტინგის სპეციალისტი/მარკეტერი

პროკრედიტ ბანკი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

"პროკრედიტ ბანკ საქართველოს", საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის (მარკეტერის) პოზიციაზე.

თუ გინდა, რომ შენი გამოცდილება გააზიარო საერთაშორისო ბრენდის მარკეტინგის გუნდში, მზად ხარ ჩაერთო მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებში და პროექტებში, მონაწილეობა მიიღო ბრენდის სტრატეგიული პროექტების ფორმირებასა და აღსრულებაში, მიმდინარე და ახალი მარკეტინგული კამპანიების შექმნაში, მართვასა და შესრულების მონიტორინგში, მაშინ ჩვენ გელოდებით შენ.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის, მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად; ** მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვაში და დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება; ** პარტნიურ კრეატიულ სააგენტოებთან ურთიერთობა, როგორც ციფრული სტრატეგიისა და კამპანიების, ასევე ბრენდის პოზიციონირებასთან დაკავშირებული აქტივობების მიმართულებით ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფა; ** მარკეტინგის მიმართულებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს კვლევა/ანალიზი; ** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების შექმნა და ლიდების გენერაციის უზრუნველყოფა; ** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი; ** ახალი პროექტების ინიციირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად; ** სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული მოვალეობები

გამოცდილება:

** +5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით ** მარკეტინგული და ბრენდის პოზიცონირებასთან დაკავშირებული პროექტების მართვის გამოცდილება ** ბანკში და მარკეტინგული/კრეატიულ სააგენტოში მუშაობს გამოცდილება ჩაითველება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "მარკეტინგის სპეციალისტი (მარკეტერი)" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი 2026 წელი

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ https://www.procreditbank.ge/).

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
პროკრედიტ ბანკი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა