ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტი
ვეძებთ ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება საინტერესო მარკეტინგულ პროექტებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას ქ. N1
რას გააკეთებ ჩვენთან?
- დაეხმარები მარკეტინგის გუნდს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში;
- მოამზადებ მარტივ ბრიფებს გრაფიკული დიზაინერისთვის;
- განაახლებ ინფორმაციას ვებგვერდზე — განათავსებ სიახლეებს, სტატიებსა და სხვა მასალებს;
- ჩაერთვები სოციალური მედიისთვის კონტენტის მომზადებასა და გამოქვეყნებაში;
- მონაწილეობას მიიღებ ფოტო და ვიდეომასალის გადაღებაში, მათ შორის პაციენტების კმაყოფილების ამსახველი ვიდეოების მომზადებაში;
- იმუშავებ კლინიკის შიდა პროგრამაში (Doktra) და საჭიროების შემთხვევაში ამოიღებ მონაცემებს — პროგრამის გამოყენებას ადგილზე შეგასწავლით;
- დაგვეხმარები კორპორაციული ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის ორგანიზებაში;
- ჩაერთვები სხვა საინტერესო მარკეტინგულ პროექტებში.
რას ველოდებით შენგან?
- დაინტერესებას მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულებით;
- გამართულ წერით და კომუნიკაციის უნარებს;
- პასუხისმგებლობის გრძნობას და ორგანიზებულობას;
- გუნდური მუშაობის უნარს;
- ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილს.
დამატებითი უპირატესობა იქნება, თუ იცნობ Canva-ს, CapCut-ს ან გაქვს ვებგვერდთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- სხვადასხვა მარკეტინგულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საჭირო პროგრამებისა და სამუშაო პროცესების ადგილზე შესწავლას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV.
სათაურში მიუთითე: "ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტი".