მზარეული
Alfredo არის იტალიური რესტორანი, სადაც ავთენტური იტალიური გემო, ხარისხიანი ინგრედიენტები და თანამედროვე სტუმარმასპინძლობა ერთიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული კერძის ხარისხი, მომზადების სტანდარტების დაცვა და გუნდის პროფესიონალური მუშაობა.
ვეძებთ მზარეულს რომელიც შეუერთდება Alfredo-ს სამზარეულოს გუნდს და მონაწილეობას მიიღებს კერძების მომზადებაში, პროდუქტების სწორად დამუშავებასა და სამზარეულოს ყოველდღიური პროცესების ეფექტურად წარმართვაში.
ძირითადი მოვალეობები - კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად; - საჭირო ინგრედიენტებისა და სამუშაო სივრცის წინასწარ მომზადება; - კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტის დაცვა; - პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა; - სამზარეულოს სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება; - საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; - შეფ-მზარეულთან და სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა; - სამუშაო პროცესის განმავლობაში საჭირო ინგრედიენტებისა და პროდუქტების დროული მომზადება; - სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - პროდუქტების დამუშავებისა და სამზარეულოს ძირითადი ტექნიკების ცოდნა; - დანის უსაფრთხოდ და სწორად გამოყენების უნარი; - რეცეპტებისა და სამუშაო სტანდარტების შესაბამისად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; - გუნდში მუშაობის უნარი; - სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; - ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ - ანაზღაურება: 1,300–2,500 ₾ თვეში; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - ტრანსპორტირებას; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - პროფესიონალურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
შემოგვიერთდი Alfredo-ს გუნდში და განავითარე შენი პროფესიული გამოცდილება თანამედროვე იტალიური რესტორნის სამზარეულოში. შეავსეთ ბმული და გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ ელპოსტაზე სახელწოდებით მზარეული.
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის. შერჩევის პროცესი ეფუძნება მხოლოდ პროფესიულ კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.