ინტერიერის დიზაინერი
"Archenome" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი] თანამდებობაზე.
"Archenome"-ის გუნდის ზრდასთან ერთად, ჩვენი საინტერესო პროექტების მასშტაბიც იზრდება. საცხოვრებელი სივრცეების გარდა, ჩვენ ვქმნით მრავალფუნქციურ კომერციულ, საზოგადოებრივ და სამედიცინო ობიექტებს [კლინიკები, ლაბორატორიები, ოფისები, კაფეები].
ვეძებთ სხვადასხვა გამოცდილების სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ მრავალფეროვან საპროექტო პროცესებში ჩართვა და გრძელვადიანი კარიერის მოწყობა ძლიერ გუნდთან ერთად.
რას გთავაზობთ "Archenome":
** პროფესიული ეკოსისტემა - შემოქმედებითი სამუშაო გარემო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის ღირებული გამოცდილება;
** ინფრასტრუქტურა - მძლავრი სამუშაო ტექნიკა შეუფერხებელი მუშაობისთვის და წვდომა ორგანიზაციულ, სპეციალიზებულ სისტემებზე;
** განვითარება [სტუდენტებისა და დამწყებებისთვის] - მასტერკლასები, ვიზიტები მიმდინარე ობიექტებზე, შეხვედრები შოურუმებთან, წვდომა მასალების უახლეს კატალოგებსა და ნიმუშებზე;
** მაღალკვალიფიციურ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება - კლინიკები, ლაბორატორიები, სასწავლო, საგამოცდო და ბიბლიოთეკის სივრცეები, კაფეები, ოფისები და ა.შ;
** მოქნილობა: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სწავლაზე სრულად მორგებული გრაფიკი.
რას ველით თქვენგან:
** გრაფიკული პროგრამების ცოდნას - 3Ds Max; ArchiCad / Revit; [3D ვიზუალიზაციის ხარისხი პრიორიტეტულია];
** ეფექტურ კომუნიკაციას - იდეებისა და საპროექტო ნამუშევრების ეფექტურად გადმოცემას როგორც ვერბალურად, ისე გრაფიკულად.
** შემოქმედებით ხედვას - რომელიც შეესაბამება ჩვენს სამუშაო ფორმატსა და საპროექტოს მიზნებს.
შენიშვნა: გამოცდილი დიზაინერის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება BIM მიმართულებით, სახელმწიფო დადგენილებებითა [41; 732; HACCP] და ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილებით სპეციალისტებს.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათი - პარასკევი] ან/და მოქნილი გრაფიკი სტუდენტებისთვის;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით];
სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოლოდინი.
წინადადების წარდგენის პირობები:
** რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ ელფოსტაზე: აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი წინადადება არ განიხილება]. ვიზუალურ მასალებში მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები.
** ვაკანსიის დასახელება - სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ კვალიფიკაციის შესაბამისად ინტერიერის დიზაინერი [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი];
** თქვენ შესახებ ინფორმაცია - თქვენი მოლოდინების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესახებ;
** მუშაობის ტემპი - დამოუკიდებლად რა სახის სამუშაოს შესრულებაში ხართ კვალიფიციური და მაგალითების საფუძველზე რა დროს ანდომებთ თითო სივრცეზე მუშაობას;
** ჯგუფური ნამუშევრების გადმოგზავნის შემთხვევაში - მიუთითეთ თქვენი ჩართულობის კონკრეტული წილი.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
** გამოსაცდელი დავალება და ტესტირება.
შენიშვნა: მიღების დადასტურებას გამოგიგზავნით 1 კვირის ვადაში. თუ პასუხი დაგვიანდა, ტექნიკური ხარვეზის გამოსარიცხად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.
პრევენციისთვის, გთხოვთ შეამოწმოთ სპამები.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 3-6 თვის ვადით დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.