პორტერი/დასუფთავების დამხმარე თანამშრომელი
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას პორტერის/დასუფთავების დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი
პოზიციის აღწერა:
პორტერი უზრუნველყოფს ჰაუსქიფინგის დეპარტამენტის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, ამარაგებს სართულებს საჭირო ინვენტარით და უზრუნველყოფს საერთო სივრცეების სისუფთავის სტანდარტის დაცვას.
ძირითადი მოვალეობები:
** სართულებზე თეთრეულის, პირსახოცების და ქიმიური საშუალებების მიწოდება
** ბინძური თეთრეულის შეგროვება და ლონდრის სერვისში გადაცემა
** საწყობის მოწესრიგება და მარაგების კონტროლი
** საერთო სივრცეების (კორიდორები, ლიფტის ჰოლი, სამსახურებრივი ზონები) სისუფთავის კონტროლი
** ჰაუსქიფინგის გუნდთან კოორდინაცია და დავალებების დროული შესრულება
** დიასახლისების უშუალო დახმარება რთულად შესასრულებელ საქმეებში: ინვენტარის გადაადგილება, შუშების წმენდა/დასუფთავება
** სასტუმროში არსებული მცენარეების პერიოდული მორწყვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე:
ან დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ დაგვირეკოთ შემდეგ ნომერზე
პერსონალური მონაცემების დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.