მიმტანი
ფრანგული რესტორანი "PAUL" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
"PAUL"- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითაც ფრანგულმა პურმა მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა.
მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობასთან.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
- სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
- სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
- მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ფრენ ბეიქერის" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
რესტორანი "PAUL" გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.