IT პროექტების მენეჯერი
კომპანია "Spectra" სპორტის ინდუსტრიაში ქმნის და ავითარებს პროექტებს, რომლებიც აერთიანებს მედიას, მარკეტინგს, ღონისძიებებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, გუნდებსა და ლიგებს დავეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში, გულშემატკივრებთან კავშირის გაძლიერებასა და ახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნაში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე კალათბურთია.
ძირითადი მოვალეობები:
- IT პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება;
- პროექტის მიზნების, ვადების, რესურსებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- დეველოპერების, დიზაინერების, QA-ისა და სხვა ჩართული გუნდების კოორდინაცია;
- პროექტის ეტაპებისა და სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
- ტექნიკური დავალებების მომზადებისა და გუნდებისთვის სწორად გადანაწილების კოორდინაცია;
- პროექტის ვადების, რესურსებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
- პროექტის მიმდინარეობისას, რისკებისა და შესაძლო შეფერხებების იდენტიფიცირება და მართვა;
- ბიზნეს გუნდსა და ტექნიკურ გუნდს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- პროექტის სტატუსის შესახებ, რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
- პროექტების დასრულების შემდეგ შედეგების შეფასება და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT Project Manager-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- IT პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- Agile/Scrum მეთოდოლოგიების ცოდნა;
- ტექნიკურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
- Jira, Trello, Asana ან მსგავსი პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;
- ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
- სპორტის ინდუსტრიაში საინტერესო და დინამიკურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- რეალურ სპორტულ პროექტებში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
- პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მედიის, მარკეტინგის, ღონისძიებებისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით;
- გუნდთან ერთად მუშაობას და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
- შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანო მზარდი სპორტული პროექტების განვითარებაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მოცემულ ელფოსტაზე. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://spectrasports.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.